ევროპის საინვესტიციო ბანკისგან საქართველო  დამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ფონდის სხვა თანამშრომლებთან ერთად  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს – იონას ბისტრომს, ჯორჯია კოუწიანას და ალექსანდრა ვილკომს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის  გასული წლის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები განიხილეს და მომავალი პარტნიორობის გეგმა დასახეს.  ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, საქართველო,  დამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს. აღნიშნული თანხა საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
მხარეებს, ასევე, დაგეგმილი აქვთ რეგიონებში „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში EIB-ის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების მონახულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები