ნოდარ ხადური: ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას

ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას”, – განაცხადა ხადურმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი პროგნოზს არ აკეთებს და სებ-ის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი არ აკეთებს პროგნოზს და მას არ აქვს მაჩვენებელი ამასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რასაც, ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი ძალიან კარგად უმკლავდება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები