ცესკოს თავმჯდომარე IRI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან დამკვირვებლებს 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.
„საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ხელს შეუწყობს განახორციელონ მისია თავისუფალ გარემოში“ – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხებზე იმსჯელა დამკვირვებლებთან – „სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის პროცესის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, და რა თქმა უნდა, საზღვრებთან დაკავშირებული თემებიც განვიხილეთ,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
IRI-ს 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი (10 ქვეყნიდან) ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა მედიაორგანიზაციების, აუდიტის სამსახურის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ისინი 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებში დააკვირდებიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. მისია დაკვირვებას მეორე ტურების დანიშვნის შემთხვევაშიც განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები