ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან მემორანდუმი გაფორმდა

ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
რიგაში არსებულ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მოაწერა ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, სხვადასხვა ერთობლივ პროექტსა და ინიციატივას განახორციელებენ; გაცვლიან კვლევითი პროექტების შედეგებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ; ფართო უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, რაც ეროვნულ დონეზე, სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები