პიანისტი გიორგი მიქაძე Yamaha-ს პირველი ქართველი ჯაზარტისტი გახდა

ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, გიორგი მიქაძემ რამდენიმე დღის წინ „იამაჰა კორპორეიშენთან“ გააფორმა კონტრაქტი, რის შედეგადაც ის პირველი ქართველი ჯაზარტისტი გახდა, რომელიც ამ კომპანიასთან თანამშრომლობს.
„იამაჰას“ ჯაზარტისტების რიცხვში მსოფლიოში ცნობილი 40-მდე მუსიკოსია გაერთიანებული, მათ შორის ჩიკ კორეა, ტონი ბენეტი, ჰირომი უეჰარა, დანილო პერეზი, ჯეიმი კალუმი, ამიერიდან კი მათ რიგებს გიორგი მიქაძეც შეუერთდა.
გიორგი მიქაძეს მუსიკალური კრიტიკოსები პროფესიონალ და უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც ექსპერიმენტებს არ უშინდება და ყველა ჟანრისა და სტილის მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს. ქართველი პიანისტი მუდმივად სიახლის ძიებაშია და ნოვატორულ პროექტებს ქმნის, სადაც ვხვდებით ჯაზის, კლასიკური მუსიკის, ჰიპ-ჰოპის და სხვა ჟანრების ნაზავს ქართულ ფოლკლორთან. გიორგი მიქაძისა და „იამაჰას“ წარმომადგენლებს შორის უკვე დაწყებულია სამომავლო პროექტების დაგეგმვა.

13866974_1357344567627481_1080509894_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები