გიორგი მარგველაშვილი „დიდგორი – 2016“-ის „ღია კარის“ დღეს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა, სადაც საშტაბო სწავლების „დიდგორი – 2016“ „ღია კარის“ დღე გაიმართა.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სწავლების შესახებ ბრიფინგს დაესწრო, რის შემდეგაც გენერალური შტაბის მართვის პუნქტი და უშიშროების საბჭო დაათვალიერა.

სწავლების პროცესში, რომლის მიზანი ხარვეზების აღმოჩენა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების გატარებაა, 700 სამხედრო პირი და ყველა სამთავრობო უწყების წარმომადგენელი მონაწილეობს.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სწავლებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები