ქეთევან ერემაძე: გამოძიებას ვუთხარი, რომ ბატონი პაპუაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები პირველად არ გამიგია

გამოძიებას ვუთხარი, რომ ბატონი პაპუაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები პირველად არ გამიგია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ერემაძის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

„იყო შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა, იყო თუ არა ზეწოლა ჩემზე და რა ინფორმაციას ვფლობ სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში. პირადად ჩემზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამოძიებას ვუთხარი, რომ ბატონი პაპუაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები პირველად არ გამიგია. ამის თაობაზე სასამართლოში ინფორმაცია არსებობდა და მქონდა მეც. ინფორმაცია რაც მქონდა, მივაწოდე გამოძიებას, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია კონკრეტულ მოსამართლესთან, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ფარგლებში გაასაჯაროებს ამ ინფორმაციას. მე ვერც სახელებს და ვერც გვარებს და ვერც სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა ქეთევან ერემაძემ. მისივე თქმით, გასული 10 წლის განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ამას მოწმობს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები