დარწმუნებული ვარ, ბევრი უზუსტობაა – მეტრეველი “იავნანასთან” დაკავშირებულ მასალაზე

“სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი, მერაბ მეტრეველი მედიაში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ფონდ “იავნანაში” შესული თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი.
მერაბ მეტრეველს “პრაიმტაიმის” მისამართით კითხვები აქვს.
“ციფრებზე ვერ ვისაუბრებ. დარწმუნებული ვარ, აქაც ბევრი უზუსტობაა. ციფრებზე კი არა, სტატიაზე ვდაობ, სადაც ადამიანს დააბრალეს დანაშაული, ფაქტობრივად თანხების მითვისება, ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ”, – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ “პრაიმტაიმის” მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, “იავნანამ” ხალხის შემოწირულობებით მიღებული შემოსავლებიდან ქველმოქმედებაში მხოლოდ 27% დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები