თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობებს, სავარაუდოდ, 1 აგვისტოს დატოვებენ

ამ დროისთვის, ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიის“ ორი მინისტრი: თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას 1 აგვისტოს დატოვებენ. მთავრობის ადმინისტრაციაში თავს იკავებენ განმარტებისგან, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართეს. მთავრობის დღევანდელს ხდომას თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი არ დასწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები