ირაკლი შოთაძე გიორგი პაპუაშვილს დღეს შეხვდება

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს დღეს, 17.00 საათზე, შეხვდება. როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, შოთაძისა და პაპუაშვილის შეხვედრა უწყებაში შედგება.
„შეხვედრის შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს შორის უკვე შედგა საუბარი“, – აღნიშნა სუხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები