რუსთაველის თეატრში აუდიტორული შემოწმება იგეგმება

რუსთაველის თეატრში აუდიტორული შემოწმება ჩატარდება. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო ჯამში, უწყება შემოწმების შედეგების მიხედვით იმსჯელებს.
”ჩვენ შემოგვივიდა რუსთაველის თეატრის დირექტორის წერილი, სადაც ირინა ყიასაშვილი გარკვეულ ვითარებას აღწერს. ეს წერილი პროცედურის მიხედვით გავაგზავნეთ თავად თეატრში, რათა შესაბამისი პასუხი მივიღოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. წერილში ასევე საუბარი არის ჩვენს შიდა აუდიტზე. ჩვენ გეგმაში ისედაც გვქონდა რუსთაველის თეატრი. შესაბამისად, აუდიტორული შემოწმება იქაც ჩატარდება და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმსჯელებთ შედეგების მიხედვით”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
რუსთაველის თეატრის დირექტორმა, ირინა ყიასაშვილმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს განცხადებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები