ალექსანდრე ჯეჯელავა: NDI-ის კვლევებისადმი მაღალი სანდოობა არ მაქვს

„NDI-ის კვლევებისადმი მაღალი სანდოობა არ მაქვს“, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომელიც რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის ნაკლებობას ეხებოდა.
„კვლევის საიმედოობაზე ძალიან მაღალი შეხედულება არ მაქვს, სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორე მხრივ, რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების გაზრდას, ეს ცალსახა ამოცანაა, რადგან მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანა, ვინც იგივე განათლების და ეკონომიკის კუთხით მოინდომა და ინტერნეტის გამოყენების მასშტაბები გაზარდა, დადებითი შედეგები მიიღო. ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროში, რომ ჩვენი მიმართულებით ტექნოლოგიების გამოყენებაზე სულ უფრო მეტ რეგიონს, სკოლას და მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაცია“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ამ კუთხით მთავრობა იწყებს ახალ ფართომასშტაბიან ინტერნეტიზაციის პროექტს და შედეგად ყველა მოზრდილ სოფელს ინტერნეტი ექნება. „მსგავსი პროექტი ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე, განათლებაზე და ა.შ.“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები