„ერისიონი“ Black Sea Arena-ზე კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი „ბლექ სი არენას“ სტუმრებისათვის კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს.
პროექტი, რომელმაც მთელი ევროპის ყურადღება მიიქცია და ანსამბლს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ახლა ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის გაიმართება.
პროექტი „ქართული საგანძური“ ანსამბლის 80-მდე წევრს აერთიანებს და ყველაზე მასშტაბური და ეფექტური სანახაობაა მათ რეპერტუარში.
130 წელი სცენაზე და ათასობით გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ანსამბლს სახელი და პოპულარობა შეუნარჩუნა და ახალი სიცოცხლე აჩუქა.
1985 წლიდან ანსამბლს ჯემალ ჭკუასელი ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი დამსახურებაა ის საერთაშორისო აღიარება, რომელიც ერისიონმა საქართველოს საზღვრებს გარეთ მოიპოვა. დღეს კი ანსამბლს სათავეში ჩაუდგა შერმადინ ჭკუასელი – სამხატვრო ხელმძღვანელი.
კონცერტს, რომელიც „ბლექ სი არენის“ სცენისათვის კიდევ უფრო მასშტაბური და შთამბეჭდავი გახდა, მხატვრულად ფრანგი და ქართველი სპეციალისტები გააფორმებენ. არენაზე არსებული აპარატურა კი პროექტის ავტორებს საშუალებას მისცემს, ქართული ცეკვა და სიმღერა შოუს ელემენტებით გაამდიდრონ და დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზონ მაყურებელს.
კონცერტის ბილეთების ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომია და 29 ივლისს საიტზე: www.tkt.ge გაიყიდება.
ანსამბლ „ერისიონის“ – მთავარი ქორეოგრაფია ეკა ჭკუასელი, გენერალური დირექტორი – ოთარ ბლუაშვილი, მთავარი პროდიუსერი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები