სტეპან ჩერნოვეცკის ფონდი 40 სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვს ქობულეთში დაასვენებს

სტეპან ჩერნოვეცკის და მისი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ინიციატივით, აგვისტოში, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი 40 ბავშვი ქობულეთის ერთ–ერთ საუკეთესო სასტუმრო „აიეტ“–ში დაისვენებს. ზღვისპირეთში დასვენების და დაუვიწყარი არდადაგების გატარების შესაძლებლობა მოზარდებს 8 დღის განმავლობაში ექნებათ.
ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის შეთავაზებული იქნება სრულფასოვანი სამჯერადი კვება, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა და არა ერთი მხიარული ღონისძიება. ორგანიზატორები ბავშვებს ექსკურსიას ბათუმშიც მოუწყობენ, რომლის დროსაც ისინი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და მხიარულად გაატარებენ დროს.
სტეპან ჩერნოვეცკის ფონდის “სოციალური პარტნიორობის” მიერ ორგანიზებულ ამ პროექტში მონაწილეობენ დევნილი ოჯახები მთელი საქართველოდან. საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები მომავალშიც მოეწყობა. მსგავსი ღონისძიებები სტეპან ჩერნოვეცკის ფონდის ინიციატივით წარსულშიც არა ერთხელ ჩატარებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები