„პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია“

   ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი პროკურატურის მიერ შალვა თათუხაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება. ნადარეიშვილის განცხადებით, პროკურატურა თავს იმართლებს და ის ისევ ეწევა ახალაიების ოჯახის დისკრედიტაციას.
„პროკურატურა არის თავის მართლების პოზიციაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი კვლავ ეწევიან ახალაიების ოჯახის დისკრედიტაციას. გუშინ განცხადებაში ნახსენები მე ვიყავი, თითქოს რაღაც სურათის გაზიარება მოვახდინე ფეისბუქზე. თუ ამაზე მეტი მათ სათქმელი არა აქვთ, ეს ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას და ვითხოვ, დაიწყოს გამოძიება, მათ ეს გამოძიება დაწყებული არ აქვთ“,- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები