ოპერის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ივერის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თქმით, მის მიმართ განვითარებული მოვლენები დადგმული კამპანია იყო.
“რუსთავი 2“-თან ინტერვიუში კინწურაშვილი კამპანიის ერთ-ერთ მონაწილედ თამარ ივერს ასახელებს და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
“დღეს დაველოდები, როგორი იქნება ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ და შემდეგ შევცდები შესაბამისად ვიმოქმედო. მაგრამ დღეს უკვე ვთქვი, რომ ადამიანის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, მე ქალბატონი თამარის წინააღმდეგ სარჩელს შევიტან. იმიტომ, რომ მან დააანონსა, მან მოახერხა, მას დაუჯერეს და მე არ მინდა, რომ საქართველოში ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ ისევ უკანონობა იყოს და ისევ შეეძლოს ადამიანების მასას ბევრად ძლიერები იყვნენ, ვიდრე კანონი“, – განაცხადა კინწურაშვილმა.
კინწურაშვილის ბრალდებებს ივერი უკვე გამოეხმაურა.
“უნდა ეცადო, რომ ადამიანად და კაცად დარჩე. ამ თეატრში, მომავალში 5-10 წლის შემდეგ, ახალი კაცი დირიჟორად თუ არა მაყურებლად ხომ მაინც შეესვლებოდეს. მისი პრეროგატივაა, იჩივლებს თუ არა, მაგრამ ეს დასის სულში ჩაფურთხებაა. გამოდის, რომ არანაირი დარღვევა არ ჰქონია და თურმე მე მოვახდინე ეს რევოლუცია”,- აცხადებს თამარ ივერი „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები