კობა გვენეტაძე: დედოლარიზაციის პროცესი ახალი არ არის, ეს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო

დედოლარიზაციის პროცესი არ არის რაღაც ახალი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახლა დაიწყო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და ის გულისხმობს ლარის სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდას. მისივე თქმით, თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ლარში აიღოს სესხი, ამის საშუალება უნდა იყოს.
„არავითარ შემთხვევაში არანაირი შეზღუვა არ არის და არ იგეგმება იგივე დედოლარიზაციასთან დაკავშირებით, ანუ, მოსახლეობას, კომპანიებს შეუძლიათ, განათავსონ დეპოზიტები ლარში, დოლარში ან ნებისმიერ ვალუტაში. საუბარია უბრალოდ საბაზრო მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და არანაირად არ არის დაგეგმილი რაიმე ძალდატანებითი ან ხელოვნური პროცესის ჩართვა ამაში“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები