დავით ნარმანია სუს-ის მიერ მერიის უსაფრთხოების სამსახურის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება

თბილისის მერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
მიერ მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს.
ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც მსგავს არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება უმკაცრესი ზომები როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან“, – აცხადებს დავით ნარმანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები