Black Sea Arena-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ე.წ. ვერცხლის ზონა დაემატა

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ახალი კატეგორია ე.წ ვერცხლის ზონა დაემატა, Black Sea Arena-ს ივენთდეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანი კავლელიშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და კრისტინა აგილერას მენეჯმენტთან შეთანხმებით იქნა მიღებული.
ვერცხლის ზონის ბილეთი ფეხზე დასადგომია და მისი ღირებულება 50 ლარია. Black sea arena-ს ხელმძღვანელობის განმარტებით, ამ დროისათვის ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 70%-ზე მეტია გაყიდული, განსაკუთრებული აქტივობა კი ბოლო ორი დღის განმავლობაში შეინიშნება. ანი კავლელიშვილის თქმით, ეს ტურისტების ნაკადის ზრდას უკავშირდება, რადგან შოუზე დასწრების სურვილი ბევრმა უცხოელმა გამოთქვა. პოპმუსიკის ვარსკვლავის შოუკონცერტი 30 ივლისს გაიმართება, რომლითაც კრისტინა აგილერა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს ოფიციალურად გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები