დოკუმენტური ფილმების ფესტივალის გახსნას მაკა ჩიჩუა დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დუშეთის კულტურის ცენტრში, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის ფარგლებში, კინოჩვენებას დაესწრო. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეჟისორ ჰაიდი სპეკონიას გერმანული დოკუმენტური ფილმი „პეპე მუხიკა – გაკვეთილები ყვავილების ბაღიდან“.
წელს ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საფესტივალო ფილმების ჩვენებებს თბილისსა და რეგიონებში, საქართველოში დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას და ფილმების მეშვეობით სხვადასხვა აქტუალური საკითხის წინ წამოწევას. აღნიშნული ფესტივალი მეოთხე წელია ტარდება და მასპინძლობს კინოპროფესიონალებს, პროდიუსერებსა და დისტრიბუტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფესტივალის ფარგლებში იმართება კინოჩვენებები, რომლის შემდეგაც ეწყობა დისკუსიები მაყურებელსა და ფილმის ავტორებს შორის, ასევე იმართება მასტერკლასები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები