თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

თბილისში, ჭილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.
აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები და ამ დროისთვის მათ მუშაობა უკვე დასრულებული აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები