კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ პირებს მანქანაში იარაღი არ ჰქონიათ

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად მასტერასა და კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას აქვთ წაყენებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელი დაიკითხა.
მან პროცესზე დეტალურად გაიხსენა 2006 წლის 12 იანვარს მომხდარი და განაცხადა, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ პირებს, რომლებსაც ის მანქანით სპეცოპერაციის ჩატარებამდე ატარებდა, იარაღი არ ჰქონიათ.
მოწმის თქმით, მას 12 იანვარს დაურეკა გია დგებუაძემ და ზემო ფონიჭალაში ასვლა დაავალა.
“სამი საათი თბილისის მასშტაბით ვმოძრაობდი სამ მგზავრთან ერთად. ისინი იარაღს ვერც ტანსაცმელში ვერ დამალავდნენ, ავტომატები რომ ჰქონოდათ, ალბათ დავინახავდი, დიდია კალაშნიკოვი და ჩაჯდომის დროს მათ უხერხულობას შეუქმნიდა. მხოლოდ ქეისი შევნიშნე, იქ ავტომატებს ვერ ჩადებდნენ, პატარა ზომის იყო. დგებუაძეს არ უთქვამს რა მიზნით უნდა შემესრულებინა ეს დავალება ან რა ოპერაცია მზადდებოდა. მითხრა ის, რომ ნავთლუღის ტერიტორიაზე უნდა მიმეყვანა. როდესაც მგზავრები ჩამოვსვი, დავინახე დგებუაძე, მისთვის ავტომატი არ შემინიშნავს. წავედი, თუმცა 2 წუთში სროლების ხმა გავიგე. ეჭვი გამიჩნდა, ჩემს მგზავრებთან ხომ არ იყო დაკავშირებული. მივბრუნდი და დავინახე 3 გარდაცვლილი ახალგაზრდა“, – განაცხადა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კუდ-ის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, შალვა თათუხაშვილი და გია დგებუაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები