“ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი მიზანია მისი მაქსიმალური ხელშეწყობა”

„ამბასადორიალი 2016″-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „საქართველოს ტურისტური შესაძლებლობები” და თსუ”-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში 2015 წლის სტატიკური მონაცემები, მეთოდოლოგიური საკითხები, ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელებული აქტივობები. საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს მიერ მომზადდა.
ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ და ესპანეთში სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი მიზანია მისი მაქსიმალური ხელშეწყობა. ტურიზმის სფერო გამოყენებულ უნდა იქნეს ქვეყნის იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის” – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები