საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პროკურატურაში დაიბარეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე პროკურატურაში დაიბარეს – განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ გააკეთა.
ტურავას ინფორმაციით, უწყებაში მათ გიორგი პაპუაშვილის სკანდალური განცხადების თაობაზე გამოკითხავენ.
“მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა მომიტანა უწყება პროკურატურაში დაბარების თაობაზე, ჩემი ინფორმაციით, უწყება სხვა მოსამართლეებსაც მიუვიდათ, მითითებულია, რომ დღესვე უნდა მივსულიყავი, მაგრამ ფიზიკურად დღეს ვერ ვახერხებ და ამიტომ ვუთხარი, რომ ზეგ გამოვცხადდებოდი და კითხვებზე ვუპასუხებდი“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
ცნობილია, რომ მთავარმა პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილს გამოკითხვაზე გამოცხადების მიზნით უწყება გაუგზავნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები