ზაზა ვეკუა: დავით ნარმანია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიით აპირებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნები და თბილისის მერის არჩევნები დაემთხვევა. ამის შესახებ ზაზა ვეკუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დავით ნარმანიამ თბილისის მერის თანამდებობა შესაძლოა, უმოკლეს პერიოდში დატოვოს.
„ამბობენ, რომ დავით ნარმანია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში აპირებს. მას ძალიან მალე თანამდებობის დატოვება მოუწევს და ვფიქრობთ, რომ დედაქალაქის მერის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვევა“,- განაცხადა ზაზა ვეკუამ.
მისივე თქმით, დავით ნარმანიას მერობის პირობებში „ქართულ ოცნებას“ 22 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა გაუჭირდება.
„როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს რეგიონებსა და ქვეყნის სხვა კუთხეებში ასახელებენ, მაგრამ დედაქალაქში – არა. დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე მიდის კონსულტაციები, მაგრამ მის კადრებთან დაკავშირებით კონსულტაციები საპარლამენტო კანდიდატებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ დავით ნარმანიას მერობის პირობებში კოსმეტიკური ცვლილებებით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და დედაქალაქის პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებდნენ,“- განაცხადა ზაზა ვეკუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები