მიშველაძე მანანა კობახიძის კომენტარზე: არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ

არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ ამ კითხვაზე ახლა სერიოზულად გიპასუხოთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე მანანა კობახიძის მიერ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ შეფასებას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგზე, რომელზეც მარგველაშვილმა პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებასთან ერთად მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობაზეც ისაუბრა, ასეთი შეფასება გააკეთა:
„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი, რაც ვიფიქრე ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი – თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია,“- აცხადებს მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები