“არც ძველ და არც ახალ საქმეებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია და რეაგირება არ მოუხდენია”

არც ძველ და არც ახალ საქმეებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია და რეაგირება არ მოუხდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა მიშველაძის განმარტებით, გუშინ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოახსენა.
”არც ძველ და არც ახალ საქმეებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია და რეაგირება არ მოუხდენია. პრეზიდენტის აზრით, როდესაც ეს ყველაფერი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, როდესაც შესაბამისი ინსტიტუტები ადეკვატურ რეაგირებას არ და ვერ ახერხებენ, როდესაც არ არის არცერთი საქმე გამოძიებული, როდესაც ვისმენთ, რომ თურმე საპროცესო გარიგებები ფორმდება პირებთან, ვინც წლების განმავლობაში ფარული მიყურადებითა და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით იყვნენ დაკავებული, ეს ყველაფერი აჩენს უნდობლობას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე საჭიროა გამოძიების დაწყება“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები