ზაზა ვეკუა: თბილისის მერიას სატრანსპორტო კუთხით ზოგადი ხედვა არა აქვს

სექტემბრიდან ახალი ავტობუსების ამოქმედება თბილისში სატრანსპორტო პრობლემებს ვერ აღმოფხვრის.
ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, დედაქალაქში ახალი ავტობუსების ხაზზე გაშვება დადებითი ფაქტია, თუმცა დასაგეგმია სწორი მარშრუტები, თუ სად უნდა გადანაწილდნენ ახალი ავტობუსები.
„ახალი ავტობუსები სრულფასოვნად ვერ აღმოფხვრის დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგია. დასაგეგმია სწორი მარშრუტები, თუ როგორ და სად გადანაწილდება, რადგან დიდი ავტობუსები ვიწრო ქუჩებზე ვერ იმოძრავებენ. დედაქალაქის მერიას ზოგადი ხედვა სატრანსპორტო კუთხით არა აქვს“, -განაცხადა ზაზა ვეკუამ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიაში საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს, შალვა ოგბაიძეს ჰქონდა არაერთი კონსულტაცია და კარგი ინიციატივები, როგორ უნდა მოხერხდეს დედაქალაქში საცობების მოხსნა, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს დედაქალაქს პარკინგებთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი გაიზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები