„სამართლიანი არჩევნები“ – 2012 წელთან შედარებით 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა გაცილებით მცირეა

2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 2016 წლის ივლისში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა გაცილებით მცირეა, – ამის შესახებ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ დღეს გამართულ პრეაკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
როგორც ბენიძემ აღნიშნა, 2012 წლის ივლისში „სამართლიან არჩევნებს“ უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა მე-3 გაცილებით სქელტანიანი ანგარიში და თითოეულ მათგანში რაოდენობრივად გაცილებით მეტი და გაცილებით სერიოზული დარღვევები იყო.
„თუ შედარებას გავაკეთებთ, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაუმჯობესება წინასაარჩევნო ტენდენციაში არსებობს. ამის მიუხედავად, დღეს წარმოდგენილი ფაქტები, მიგვაჩნია, რომ მაინც საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს და არ გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, სავარაუდოდ, უფრო დაძაბულ ფაზაში შევა”, – განაცხადა ბენიძემ.
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის თანახმად, 1-18 ივლისის საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 2, სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების – 3, ძალადობის – 2, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის – 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.
„სამრთლიანი არჩევნები“ გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებთაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები