„სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას.
„ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომლის პრეზენტაცია გაიმართება ახლო მომავალში. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური კუთხით ძალიან საინტერესო პროექტი. ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას და კონკრეტულად, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას. ამ პროექტის განხორციელება ორივე კუთხით იქნება ძალიან საინტერესო. ახლა მიმდინარეობს პროექტირება და ამის საფუძველზე უკვე გვექნება დეტალური ხარჯთაღრიცხვა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.