ყველაზე ადრეული წარწერა საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ადასტურებს

დღეს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატაშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად, გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი და ადგილზე მომუშავე ექსპედიცია მოინახულა.
1 წლის წინ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.
13823474_1355707551124516_1714475545_n 13652831_1355707574457847_1255732309_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები