დღეს მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენა „გენერატორ 9.8“-ში გაიმართება. აკაკი გაჩეჩილაძე თავის ნახატებს არცერთ კონკრეტულ ჟანრს არ მიაკუთვნებს და მათ უბრალოდ “ფერად ფიქრებს” უწოდებს. ნამუშევრებში ერთმანეთში რეალური და ფანტაზისეული სამყაროებია არეული. მხატვრის თქმით, თითოეული ნახატი ცალკე რეალობა, ცალკე იდეაა. ავტორის შემოთავაზებული მიგნებები, სხვადასხვა ხედვის კუთხე მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრების ხილვა დამთვალიერებელს 1 აგვისტომდე შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები