ალექსანდრე ჯეჯელავა: ვინც არ გააკრიტიკებს ან თავისას, ან სხვისას, ერთ ადგილზე გაჩერდება

ვინც არ გააკრიტიკებს ან თავისას, ან სხვისას, ერთ ადგილზე გაჩერდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს.
გამოცემამ განათლების მოქმედ და ყოფილ მინისტრებთან ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა.
„ვინც არ გააკრიტიკებს ან თავისას, ან სხვისას, ერთ ადგილზე გაჩერდება. ორი გზა გვაქვს – ერთი, რომ არ მოგვწონდეს რაღაცები და უკეთესი გვინდოდეს და მეორე – რომ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს. როგორც კი გაქვს ორმაგი სტანდარტი, როცა ჩვენი გაკეთებული მოგვწონს და სხვისი არ მოგწონს, ეს არის ტრაგედია და სენი, რომელიც მთელ ერში უნდა მოვარჩინოთ. როცა მე გავაკრიტიკებ თამარის გაკეთებულს და ჩემსას – არა, ეს არის თქვენთვის ჩემი ორმაგი სტანდარტისა და სუბიექტურობის პირველი ნიშანი. ჩვენ ვაპირებთ, გავაკრიტიკოთ ყველაფერი და გუშინ რაც მოვიწონეთ, გავა ერთი წელი და გასაკრიტიკებელი გახდება, იმიტომ რომ გუშინდელი სტანდარტი არ არის აბსოლუტური. დრო ისე სწრაფად იცვლება, რომ შეუძლებელია, განათლების სისტემა ამას არ აჰყვეს“, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები