არჩილ თალაკვაძე: პაპუაშვილმა მტკიცებულებები, თუ ასეთი, მართლაც, არსებობს, პროკურატურას უნდა წარუდგინოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეების მიმართ ზეწოლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
როგორც თალაკვაძემ გაზეთ “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პაპუაშვილმა მტკიცებულებები, თუ ასეთი, მართლაც, არსებობს, პროკურატურას უნდა წარუდგინოს.
“თუ ეს ნამდვილად ასეა, გამოჩნდება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კონკრეტულ ადამიანებს, ფაქტებს და მტკიცებულებებს დაასახელებს. მხოლოდ განცხადებები, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში – საზოგადოებისთვის არ არის საკმარისი. ამ განცხადების გაკეთებისთანავე პრემიერ-მინისტრი ბატონ პაპუაშვილს დაუკავშირდა. უდავოა, რომ მან მტკიცებულებები, თუ ასეთი, მართლაც, არსებობს, პროკურატურას უნდა წარუდგინოს.
როგორც მედიით გადმოიცა, სხვა მოსამართლეებმა უკვე გააკეთეს კომენტარები ბატონი პაპუაშვილის განცხადებაზე და თქვეს,რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილა. ამიტომ, მართლაც, საინტერესოა, რამდენად საფუძვლიანია თავმჯდომარის განცხადება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები