ბორჯომში “Loudspeakers” და „Goofy Land” -ის კონცერტები გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, დღეს ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის მოედანზე (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე) გაიმართება “Loudspeakers” – ისა და „Goofy Land” – ის კონცერტი. დასაწყისი 19:00 საათზე.
აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები