საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 164-ე სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით დაიხურება

23 ივლისს, 19.00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 164-ე სეზონი ზ.ფალიაშვილის ოპერით “აბესალომ და ეთერი” დაიხურება.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტები – ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ლიანა კალმახელიძე, ალექსანდრე ხომერიკი, ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – ხათუნა ჭოხონელიძე, გია მახარაძე, ელენე ჯანჯალია, ტარიელ ჭიჭინაძე, მანანა იორდანიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი), ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები