ნოდარ ხადური: მოსახლეობამ უნდა შეიგნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია

„შემუშავებულია პროგრამა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ადამიანების სურვილები გავითვალისწინოთ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რათა მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია.

”ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან ერთად. შემუშავებულია პროგრამა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ადამიანების სურვილები გავითვალისწინოთ. როგორც ჩანს, თავიდან ეს ადგილობრივი ბიუჯეტების დონეზე განხორციელდება. ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ, რათა მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია არა მარტო შევსებისა და ხარჯის, არამედ შედგენის თვალსაზრისით”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მთავრობა მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს. როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში განმარტავენ, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატი ადგილებზე მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები