„აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ – პროექტის ფარგლებში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 13:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას წიგნის „წარმატების საიდუმლო“ პრეზენტაცია გაიმართება.
ავტორი საკუთარ წიგნს საერთაშორისო პროექტის – „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ ფარგლებში, საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს, ბიბლიოთეკებსა და ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს გადასცემს.
წიგნში „წარმატების საიდუმლო“ მოყვანილია ის ფორმულები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარმატების მიღწევა, ასევე, თუ რამხელა ადგილი უჭირავს ჯანსაღი ცხოვრების წესს წარმატების მიღწევაში. ღონისძიებაზე პატარა კარატისტები სიმბოლურ შეჯიბრებას გამართავენ. პროექტი – „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო კულტურული კონტაქტების დამყარებას, მათი ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციასა და ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები