შავი ზღვის X ჯაზფესტივალის ფარგლებში, დღეს, Prodigy კონცერტს გამართავს

პროექტ Chek in Georgia-ს ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზფესტივალი გრძელდება.
21 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში კონცერტს ლეგენდარული ჯგუფი Prodigy გამართავს.
ბათუმის ჩოგბურთის კლუბი 20:00 საათიდან გაიხსნება. ინგლისურენოვანი ელექტრონული მუსიკის ჯგუფი პროდიჯი (THE PRODIGY) 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ლიამ ჰაულეტი (Liam Howlett, კლავიში, სიმღერების ავტორი), კით ფლინტი (Keith Flint, მოცეკვავე, ვოკალისტი), ლეო კრებტრი (Leo Crabtree, დრამი), რობ ჰოლიდეი (Rob Holliday, გიტარა), მაქსიმი (Maxim Reality, MC, ვოკალისტი), ლიროი თორნჰილი (Leeroy Thornhill, მოცეკვავე, კლავიში).
ჯგუფის მუსიკალურ რეპერტუარში სხვადასხვა ჟანრის მუსიკაა, მათ შორის, ელექტრონული და როკმუსიკა. The Prodigy-მ მსოფლიო აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. ჯგუფი ითვლება ბიგ-ბიტის პიონერად, რომელმაც 1990-იან 2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე.
ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზფესტივალი 15 ივლისს 27 გრემის მფლობელის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS (feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier) გაიხსნა; 16 ივლისს ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფილმის „Miles Ahead“-ის პრემიერა და „მაილს ელექტრიკ ბენდის“ კონცერტი; 17 ივლისს კი ქართველი მსმენელების წინაშე მის ლორენ ჰილი წარდგა. ჯაზფესტივალი 24 ივლისს დაიხურება. ს
აიუბილეო, რიგით X ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.
2016 წლის ჯაზფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends -ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ BRASS BAND-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს ქართული ჯაზბენდებიც გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები