ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ეთანხმება

ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კობა გვენეტაძეს აბსოლუტურად ეთანხმება.
”უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ლარისადმი ნდობის აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, როგორც მონეტარული ხელისუფლებისთვის, რომელსაც ეროვნული ბანკი წარმოადგენს, ისე – ზოგადად. ეროვნული ვალუტა არა მხოლოდ ეკონომიკური ინსტრუმენტია, არამედ ბევრ რამეს უკავშირდება”, – განაცხადა ხადურმა.
კობა გვენეტაძის თქმით, მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს.
„მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები