შეერთებული შტატების “რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამაში საქართველოც არის ნახსენები

ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კლივლენდში ჩატარებულ ყრილობაზე წინასაარჩევნო პროგრამა დაამტკიცა, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტში წერია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ვერასოდეს შეეგუება აღმოსავლეთ ევროპაში საზღვრების შეცვლას, იქნება ეს საქართველო ან უკრაინა.
„რუსეთის აგრესიულ განწყობებს დავხვდებით ისეთივე სიმტკიცით, რასაც 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა. ჩვენ არ შევეგუებით აღმოსავლეთ ევროპაში ძალისმიერი მეთოდით გამოწვეულ ტერიტორიულ ცვლილებას, იქნება ეს უკრაინა, საქართველო, ან რომელიმე სხვა ქვეყანა. ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით განსაზღვრულ ყველა აუცილებელ ნორმას იმისთვის, რომ ყველას, ვინც აგრესიასა და მკვლელობებშია დამნაშავე, პასუხისმგებლობა დაეკისროს. მიგვაჩნია, რომ აშშ-ის დიპლომატიაში, სავაჭრო პოლიტიკასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საბჭოთა კავშირის ყოფილ ნაწილს, ევრაზიის ქვეყნებს“, – წერია „რესპუბლიკური პარტიის“ პროგრამაში.
პროგრამაში ასევე აღნიშნულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების აუცილებლობა, ვინაიდან მოსკოვი განაგრძობს მოქმედებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები