ბოლივუდის ფილმის – „Machine”-ს გადასაღები მოედანი ამჯერად რუსთავის ავტოდრომია

ბოლივუდის რეჟისორები ფილმზე მუშაობას რუსთავის ავტოდრომზე აგრძელებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით საქართველოში ბოლივუდი მასშტაბურ ფილმს “Machine”-ს იღებს. საქართველოთი რეჟისორები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ინდოეთში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა.
გადაღება საქართველოში 65 დღე გრძელდება. ეპიზოდები მოიცავს: კახეთს, ბაზალეთს, ბორჯომს, მესტიას, რაბათის ციხესა და მარტვილს. ფილმზე 80-მეტი ადამიანი მუშაობს. “Machine” რომანტიკული ტრილერია, ფილმის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. ბოლივუდის ფილმების გადაღება საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას როგორც ინდოეთიდან, ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან.
საქართველოში გადაღებულ ფილმს ათეულობით მილიონი ადამიანი იხილავს. სტატისტიკური მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში წელს რეკორდულად გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა.
2016 წლის 6 თვეში საქართველოს ინდოეთიდან 12 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 340%-ით მეტია. „Machine” ბოლივუდის ყველაზე მასშტაბური კინოპროექტია საქართველოში, რომელზეც “Betterfly Production” და “Abbas Mustan” ერთობლივად მუშაობენ. პროექტი ინიცირებულია მუმბაიში, ინდოეთში საქართველოს საპატიო კონსულის Satinder S Ahuja მიერ, ქეშ რიბეითი პროგრამის “გადაიღე საქართველოში” შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს და მალე საერთაშორისო მასშტაბით დიდ კინომწარმოებლებს უმასპინძლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები