ირაკლი ალასანიას მეგობრები თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეს შმაგი კოპაძე “კვირას”: რა გინდა, ტო…

„კვირას“ ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არაკვალიფიციური კადრები ინიშნებიან. მინისტრის ბრძანების საფუძველზე  დანიშნული კადრებიდან ზოგს  სამხედრო განათლება საერთოდ არ აქვს მიღებული.
როგორც“ კვირას“ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა,  უწყებაში  ჯარისკაცების შეურაცხყოფა კვლავ გრძელდება, მისივე ინფორმაციით,  მინისტრი   სხვადასხვა თანამდებობაზე საკუთარი პარტიის ყოფილ წევრებსა და მეგობრებს  სუბიექტური გადაწყვეტილებებით ნიშნავს.
რესპოდენტი, რომლის ვინაობასაც „კვირა“  შეგნებულად არ ასახელებს,   საქართველოს შეიარაღებული ძალების  რიგითი თანამშრომელია. მისი თქმით,   საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მინისტრმა  საკუთარი მძღოლი კახაბერ ჩიხრაძე დანიშნა, ხოლო მის მოადგილედ  ახლო  მეგობარი,  შმაგი კოპაძე.  თუმცა, მას  არც  იურიდიული განათლება  და არც  შესაბამისი სამხედრო ჩინი  არ აქვს.
1472145_723899237622940_567885747_n„რა პრინციპით  დანიშნა თავდაცვის მინისტრმა კახაბერ ჩიხრაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე არავინ იცის,   ის ხომ სამხედრო პირი არ არის..  ალასანიას მძღოლი იყო… იცით,  ვინ  აღადგინა  ირაკლი ალასანიამ  თავდაცვის სამინისტროში?  უწყებიდან დათხოვნილი ყოფილი „გაიშნიკები“, დაცვის თანამშრომლები…  ამ ხალხს ერთი ღამეც კი არ აქვთ ყაზარმაში გათენებული…  დღეს თავდაცვის სამინისტროდან მასიურად ხდება იმ პირების დათხოვნა, ვინც მართლა ჯარისკაცი და სამხედრო პირია.  ვინც მთელი შეგნებული ცხოვრება შეირაღებულ ძალებს შეალია! თავდაცვის სამინისტროში დღემდე ბაჩო ახალაიას მეთოდებით აგრძელებენ მუშაობას.   არაფერი შეცვლილა – მხოლოდ პოლიტიკური ძალის ჩანაცვლება მოხდა.  თანამდებობები  ისეთმა პირებმა დაიკავეს, რომლებსაც  ტექნიკუმებიც კი არა აქვთ დამთავრებული.   შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების  შეურაცხყოფა კვლავ გრძელდება.  ნეპოტიზმი  მძვინარებს და ეს თემა ჩვენს ქვეყანაში მარადიულ პრობლემად იქცა.  ჯარიკაცების მიმართ  ფსიქოლოგიური  და მორალური ტერორი კვლავ ხორციელდება“, – ამბობს „კვირას“ რესპოდენტი.
მისი თქმით,  თავდაცვის მინისტრმა  შმაგი კოპაძეს წინასაარჩევნო „ამაგი“  დაუფასა და  თანამდებობაზე  დანიშნა.
„ირაკლი ალასანიას მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს  პოზიციაზე დანიშნულ შმაგი კოპაძეს  იურიდიული განათლებაც კი არ აქვს.  მასვე მინისტრმა   ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.  ალასანიას ამ შემთხვევაში კანონი არ დაურღვევია, მას იურიდიულად  ამის უფლება ჰქონდა, თუმცა,  ეს მორალურად გაუმართლებელია და ეს მის სინდისზე იყოს! შმაგი კოპაძეს  არანაირი სამხედრო განათლება არ აქვს! არადა,  სამხედრო პოლიციის  უფროსის მოადგილეს,  შესაბამისი ცოდნა სხვებზე მეტად მოეთხოვება. ბოლოსდაბოლოს ის 1533609_769431726403024_1703450103_nსამხედრო პირების ბედს წყვეტს!   კოპაძე ირაკლი ალასანიას  დიდი ხნის მეგობარია, უახლოესი ძმაკაცი…  წარმოშობით შიდა ქართლიდან არის  და ხელისუფლების შეცვლამდე  წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად იყო ჩართული.  ის იყო  ალასანიას „შესტიორკა“, მან კი დაუფასა ეს ყველაფერი და სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნა.  სამარცხვინოა!“,  – აცხადებს  „კვირას“ რესპოდენტი.
მისი თქმით,  შმაგი კოპაძემ თავდაცვის სამინისტროდან აქტიურად დაიწყო  იმ პირების დევნა, რომლებსაც თავის დროზე წინა ხელისუფლებაც სდევნიდა.
„კოპაძემ ერთ-ერთ რეპრესირებულ ადამიანს  პირდაპირ უთხრა: რაც გინდა, ის გააკეთე,  დღეს  ჩვენ ვართ მთავრობაში და ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს!  მე ვარ ირაკლი ალასანიას ძმაკაცი… სადაც გინდათ, იქ იჩივლეთ“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი.
„კვირა“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეს შმაგი კოპაძეს დაუკავშირდა. როგორც მან  სატელეფონო ინტერვიუში  განუცხადა, ის სამხედრო ჩინით  უფროსი ლეიტენანტი და პროფესიით ეკონომისტია.  შმაგი კოპაძის ინფორმაციით, ის 2008 წელს, გორის რაიონში სამხედრო პოლიციის უფროსი იყო.  თუმცა,  ამ თანამდებობაზე ყოფნისას მას ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.
„რა გზა გავიარე?  რაც სკოლა დავამთავრე, სულ ძალოვან უწყებაში ვმუშაობ,  ეკონომისტი ვარ პროფესიით, მერე  კრიმინალური განხრით სპეციალური კურსები  გავიარე,  იცით რა?  მიმართეთ პრესცენტრს… შენი წონა სისხლი 10151514_1451844611719969_211731410_nმაქვს დაღვრილი ჩემი ქვეყნისთვის! რა გინდა, ტო….?!“, – განუცხადა  „კვირას“ შმაგი კოპაძემ.
კიდევ ერთი დეტალი,  საქართველოს თავდაცვის მინისტრის N 1154 ბრძანების თანახმად,  რომელსაც მინისტრო ირაკლი ალასანია აწერს ხელს, „საქართველოს შეიარაღებული  ძალების ნებისმიერი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს სოციალურ ქსელში სამსახურეობრივი ინფორმაციის შემცველი ფოტო, ვიდეო ან სხვა სახის ელექტრონული მასალის განთავსება ეკრძალებათ.
თუმცა, თავდაცვის მინისტრის ეს ბრძანება, რატომღაც შმაგი კოპაძისთვის არ მოქმედებს. მას სოციალურ ქსელ ფეისბუქში პირადი გვერდიც აქვს და იქ სამხედრო ფორმით  უამრავი ფოტო-მასალა აქვს ატვირთული.
„ხშირად რიგით ჯარისკაცებს  მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ სოციალურ ქსელში  ფორმით ფოტოები ატვირთეს. ამ დროს, შმაგი კოპაძე თავის ფოტოებს ჯარისკაცის ფორმით აქტიურად აქვეყნებს. ეს ფოტოები ხან ავღანეთშია გადაღებული, ხან – საქართველოში.  ეს კაცი მაინც არ ისჯება… მივმართავ თავდაცვის მინისტრს,  ნუთუ კანონი ყველასთვის ერთი არ არის???“, – აცხადებს რესპოდენტი  „კვირასთან“ საუბრისას.
როგორც „კვირას“ ექსპერტმა  სამხედრო საკითხებში  გიორგი თავდგირიძემ განუცხადა, პირი, რომელიც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე  ინიშნება,  აუცილებლად უნდა იყოს  სამხედრო პირი – ჩინით  პოლკოვნი. მისი თქმით, არ shmagiშეიძლება  ეს თანამდებობა  ლეიტენატს ეკავოს.  გარდა ამისა,  სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, სულ მცირე, იურიდიული განათლება მაინც უნდა ჰქონდეს და ამავდროულად, მას   შეირაღებულ ძალებში  4-დან 8 წლამდე  მსახურობის  სტაჟი უნდა ჰქონდეს.
„დღევანდელი კანონმდებლობით,  სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეს  ან იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს, ან  უნდა შეესაბამებოდეს იმ კომპეტენციას, რა პოზიციაზეც იმყოფება. გარდა ამისა, ის  სამხედრო ოფიცერი მაინც უნდა იყოს,  ან, სამხედრო სისტემაში 4-8  წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.  მას მოეთხოვება საბაზისო, სამხედრო განათლება. წესით, ამ პოზიციაზე მხოლოდ ვიცე-პოლკოვნიკის, ან პოლკოვნიკის ჩინის მქონდე პირი უნდა დაინიშნოს.  თუ ის სამოქალაქო კუთხით   მუშაობს,  აუცილებლად უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება. არ შეიძლება  ლეინეტნატს  ეს თანამდებობა ეკავოს!  როცა  ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები ამ თამამდებობზე მყოფი  პირის კომპეტენციას არ შეესაბამება, ეს გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ  მის დანიშვნაზე მინისტრმა სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ყველა შემთხვევაში, ამა თუ იმ პირის  თანამდებობაზე დანიშვნას, ხელს თავად თავდაცვის მინისტრი აწერს და ის საქმის კურსში უნდა იყოს – საბოლოოდ შეიარაღებული ძალების საკადრო პოლიტიკაზე ის აგებს  პასუხს „ – განუცხადა „კვირას“ ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ.
s ცნობისათვის,  შმაგი კოპაძე 2010 წლის 17 ივნისიდან 2012 წლის  ნოემბრამდე ქარელის რაიონის „ალიანსი საქართველოსთვის“ საკრებულოს წევრი იყო.  ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან ამ თანამდებობაზე ყოფნისას შემოსავლის სახით   1875 ლარი მიიღო.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შმაგი კოპაძემ (N 117 განკარგულების თანახმად) ქარელის საკრებულო დატოვა და  თავდაცვის სამინისტროს შეირაღებულ ძალებში  დაიწყო 1598360_739315336081330_949423956_nმუშაობა.  თავდაცვის სამინისტროს  გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2012 წლის  26 დეკემბერს შეავსო.
დეკლარაციის თანახმად,  სამხედრო პირი თანამდებობის გარდა ს.ს. ,,რემშენი”-ს აქციონერია.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, „რემშენი“  იჯარით სხვადახვა ოფისებს აქირავებს.  ეს უფროსი ლეიტენანტის ოჯახური ბიზნესია, სადაც ბუღალტრად მისი დედა – ზოია კოპაძე მუშაობს,  ხოლო კოპაძის ძმის ცოლი, ლეილა ლამიტაშვილი ბიზნესს განაგებს, სამხედრო მაღალჩინოსანის  მეუღლე, ეკატერინე  უროტაძე  „რემშენის“  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თარჯიმანია.
შმაგი კოპაძეს მეუღლე და ორი შვილი – ფარვეზი და ელენე ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები