ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთები დღეიდან გაიყიდება
დღეს, 18 ივლისს, tkt.ge-ზე ცნობილი მევიოლინის, ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება.
ცნობილი მევიოლინის, ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება.
ბრიტანელი არტისტი კონცერტს Black Sea Arena-ზე 6 აგვისტოს გამართავს. Black Sea Arenas-ის ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანი კავლელიშვილის თქმით, ვანესა მეი საქართველოში სპეციალური პროგრამით წარსდგება.
“მას ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა, რომ საქართველოში იცნობენ და უყვართ, ამიტომ ის ჩამოვა მისი ჰიტებით, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უყვარს”,- აღნიშნა ანი კავლელიშვილმა.
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მან 1997 წელს მიიღო “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.