დავით უსუფაშვილი: არ არსებობს საფუძველი, რომ ტერორიზმის ტალღა საქართველოსაც მოადგება
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არსებობს საფუძველი, რომ ტერორიზმის ტალღა საქართველოსაც მოადგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს და რეგიონში განვითარებულ პროცესებს აფასებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არსებობს საფუძველი, რომ ტერორიზმის ტალღა საქართველოსაც მოადგება. თუმცა, სათანადო უწყებები მაინც გაძლიერებულად მუშაობენ. თურქეთის მოვლენების პარალელურად, ჩვენი მზერა ჩრდილოეთისკენაც არის მიპყრობილი – აგრესორი ქვეყანა მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ყოველთვის ცდილობს. მით უმეტეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრისგანაც გავიგონეთ, ტერორიზმის საფრთხე კავკასიასაც მოადგებაო. არადამაჯერებელი ვიქნები, რომ ვთქვა, საბჭოზე ამ საკითხზეც არ გვიმსჯელია- მეთქი. მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის დაუსრულებელი გეგმები მიგვანიშნებს, რომ განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.