ოპერის თეატრის სეზონის დახურვა 23 ივლისისთვის გადაიდო

საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 164-ე სეზონის დახურვა, რომელიც 17 ივლისს იყო დაგეგმილი, 23 ივლისისთვის გადაიდო.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ვისაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი 17 ივლისის სპექტაკლზე, იმავე ბილეთით შეძლებს ღონისძიებაზე დასწრებას 23 ივლისს, ხოლო ვისაც სურს ბილეთის დაბრუნება, აუნაზღაურდება ბილეთის საფასური.
სეზონი დაიხურება ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახალხო არტისტები: ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ლიანა კალმახელიძე, ალექსანდრე ხომერიკი და ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები ხათუნა ჭოხონელიძე, გია მახარაძე, ელენე ჯანჯალია, ტარიელ ჭიჭინაძე, მანანა იორდანიშვილი და სტაჟიორი გიორგი მჭედლიშვილი. სპექტაკლის დასაწყისი 19.00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები