შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზფესტივალი იწყება.
დღეს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ფესტივალი 27 გრემის მფლობელის, ამერიკელი კომპოზიტორის, მესაყვირის, არანჟირების ოსტატისა და მუსიკალური პროდიუსერის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნება.
მსმენელები ბათუმის ჩოგბურთის კლუბში შესვლას 20:00 საათიდან შეძლებენ. კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკოსი ქართველ მსმენელს პროექტს – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS (feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier) თავად წარუდგენს და 3 ახალგაზრდა ნიჭიერ ვირტუოზს – რიჩარდ ბონას, ალფრედო როდრიგესს და ჯაკობ კოლიერს გააცნობს.
მუსიკოსები მსმენელს 3-საათიან პროგრამას შესათავაზებენ. საიუბილეო, რიგით X ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ.
კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. 2016 წლის ჯაზფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends -ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები