Check in Georgia-ს ფარგლებში ზუგდიდში ჯგუფ „ეგარის“ და „ანჩისხატის გუნდის“ კონცერტი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება.
პროექტის ფარგლებში დღეს, 19:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ პარკში (იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე), ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „ანჩისხატის გუნდისა“ და ჯგუფ „ეგარის“ კონცერტი გაიმართება.
აპრილში დაწყებული პროექტი Check in Georgia წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს გააერთიანებს.
„პროექტის Check in Georgia განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა, ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
Check in Georgia მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი”,- აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი, ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი Maroon 5 და ხოსე კარერასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები