ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3453 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3453 ლარი გახდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3527 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0074 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6061 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსი კი 2.6063 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები