მაყურებლის წინაშე Black Sea Arena-ზე ვანესა მეი წარდგება

შეკვეთილში, ახალ საკონცერტო დარბაზში, Black Sea Arena-ს, 6 აგვისტოს, 19:00 საათზე, თანამედროვე კლასიკური მუსიკის მთავარი მევიოლინე, ვირტუოზი ვანესა მეი, შავი ზღვის მთავარ სცენას გაანათებს.
ბრიტანელი მევიოლინე ახალ საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე განსაკუთრებული შოუ პროგრამით წარდგება. ვანესა მეის კონცერტი Black Sea Arena-ზე რიგით მეორე იქნება. 30 ივლისს, პოპვარსკვლავი კრისტინა აგილერა ჩამოვა. მომღერალი ქართუ ჯგუფს ჩამოჰყავს. ამერიკელი მომღერლის კონცერტზე 9,500 მსმენელი შეძლებს დასწრებას. ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე 18 ივლისიდან დაიწყება და მათი ფასი მინიმუმ 30 ლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები